ლიზა იასკო - თუ იმას შევხედავთ, რაც დღეს საქართველოში ევროპული მისწრაფებებისგან დარჩა, დავინახავთ, რომ თითქმის არაფერი, ეს ძალიან მტკივნეულია

რუსეთმა საქართველო საზოგადოების გახლეჩის მიზნით პირველ პლატფორმად გამოიყენა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატებზე ელიზავეტა (ლიზა) იასკომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისგან თითქმის არაფერი დარჩა, რაც „ძალიან მტკივნეულია“.

„წარსულში ჩემი პირადი ცხოვრების გამო საქართველოს შესახებ საუბარი რთულია. მაგრამ, თუ მე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ბედი მართლა მადარდებს, მაშინ საქართველოს შესახებ უნდა ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის. პოლიტიკურად არავის დაცვა მსურს, მაგრამ უნდა ვისაუბრო როგორც ახალგაზრდა უკრაინელმა, რომელმაც საქართველოს ლამაზი ევროპული გზა იხილა, რაც უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებას იწვევდა. თუმცა, თუ იმას შევხედავთ, რაც დღეს ამ ევროპული მისწრაფებებისგან დარჩა, დავინახავთ, რომ თითქმის არაფერი. ეს ძალიან მტკივნეულია. პასუხებს უნდა ვეძებდეთ, თუ რატომ მოხდა ეს. მჯერა ერთი პასუხი ის არის, რომ საქართველოში ძლიერ ინსტიტუტებს ყურადღება არ მიაქციეს, ხოლო მეორე პასუხი რუსეთია. რუსეთმა საქართველო საზოგადოების გახლეჩის მიზნით პირველ პლატფორმად გამოიყენა, რათა ევროპის სიყვარული ერთმანეთის სიძულვილითა და პოლარიზაციით ჩაენაცვლებინა. ეს ძალიან საშიშია და მე ეს პირადად გამოვცადე. საქმე პოლიტიკურ კავშირებს არ ეხება. საქმე მომავალშია და მინდა ქართველებს ვუსურვო, რომ ერთობისთვის ძალა იპოვონ, წარსული დაივიწყონ და მომავალზე იფიქრონ“, - განაცხადა იასკომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი