ალენ ბერსე - პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ვესაუბრე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ვესაუბრე, თუ როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველოსთან დიალოგი არსებითი მნიშვნელობისაა.

“ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი ერთგულება მაღალია, და ასევე მაღალია მოლოდინები საქართველოსგან, ისევე როგორც ყოველი წევრი სახელმწიფოსგან. საქართველოსთან ჩვენი დიალოგი არსებითი მნიშვნელობისაა. კოპენჰაგენში “ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ვესაუბრე, თუ როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”, - წერს ბერსე.

ამასთან, ბერსეს თქმით, ირაკლი კობახიძესთან ერთად განიხილეს “საქართველოს პასუხისმგებლობა დემოკრატიული სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაში”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს