თავისუფლების მოედანზე გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა - საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც

„გაათავისუფლეთ გელა ხასაია“, - ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

გელა ხასაიას მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გელა ხასაია ციხეში „სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად“ აღმოჩნდა. მათივე თქმით, ის და ყველა „სინდისის პატიმარი“ უნდა გათავისუფლდეს.

აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ტრადიციულად ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

თბილისში 309-ე დღე, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს