ვოლოდიმირ ზელენსკი - გარკვეული პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, ვინაიდან ორბანს არჩევნები აქვს

პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, ვინაიდან ორბანს არჩევნები აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის გადაწყვეტილებებს ერთსულოვნება სჭირდება.

“გარკვეული პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, ღიად შეგვიძლია ამაზე საუბარი, ვინაიდან ორბანს არჩევნები აქვს. ვფიქრობ, რომ ეს სულელურია - მხოლოდ იმიტომ, რომ მას არჩევნები აქვს, დიდი, 40-მილიონიანი ერის ევროკავშირისკენ გზაზე ბლოკირება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო სწორედ უკრაინის არჩევანის გამო.

“სწორედ ევროპისადმი შეერთების ჩვენი სურვილისა და არჩევანის გამო, ვინაიდან ვგრძნობთ და ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, რასაც სხვა ევროპული სახელმწიფოები”.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს გამოცემა Politico-მ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა უძღვება ძალისხმევებს, რომ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა კვალიფიციური უმრავლესობით შეიძლებოდეს და არა მხოლოდ ერთსულოვნად.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის