ლევან ხაბეიშვილი - ხორცი მეწვოდა, როცა სინდისის პატიმრებს ვუყურებდი - ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ, ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება, სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია!

ხორცი მეწვოდა, როცა სინდისის პატიმრებს ვუყურებდი – ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ, ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება - კიდევ ერთხელ, სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის განცხადება მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ხაბეიშვილის თქმით, აქციაზე მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ ის სულიერად და მენტალურად უფრო გააძლიერა.

„სისხლი მეყინებოდა, როცა დალეწილ, დასისხლიანებულ ახალგაზრდებს ვუყურებდი… რამდენიმე დღეში, ერთი ახალგაზრდის გადასარჩენად გაქცეულს, სახის ძვლები მეც დამილეწეს… სულიერად და მენტალურად ამან უფრო გამაძლიერა. ხორცი მეწვოდა, როცა ერთმანეთის მიყოლებით დატყვევებულ სინდისის პატიმრებს ვუყურებდი. ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ. ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება. კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებაში. შევხვდებით მალე!“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს