დონალდ ტრამპი - ჩემი ერთადერთი დიდი გეგმაა, გადავრჩე - რიტორიკა, რომელსაც გიჟი „დემოკრატები“ იყენებენ, ძალიან საშიშია, მათ პოლიტიკა ძალიან სახიფათო გახადეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ მთავრობის დახურვა გაგრძელდება, შესაძლოა ფედერალური თანამშრომლები გაათავისუფლონ და პროექტები შემცირდეს.

„შესაძლოა, გათავისუფლებები მოხდეს და ეს მათი ბრალია“, - განაცხადა ტრამპმა One America News-თან ინტერვიუში „დემოკრატ“ კონგრესმენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ასევე მოსალოდნელია იმ პროექტების შემცირება, რომელთა განხორციელებაც „დემოკრატებს“ სურდათ.

„შესაძლოა, შევამციროთ პროექტები, რომლებიც მათ სურდათ, საყვარელი პროექტები და ისინი სამუდამოდ შემცირდება. უფლება მაქვს შევამცირო ის, რაც თავიდანვე არასდროს უნდა დამტკიცებულიყო და ალბათ ამას გავაკეთებ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ რა დიდი გეგმები აქვს მას 2026 წლისთვის, რაზედაც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას მხოლოდ გადარჩენა სურს.

„დიდი გეგმები? მინდა, გადავრჩე. ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი გეგმაა. შეხედეთ რა ხდება. ეს სიგიჟეა. იცით, რიტორიკა, რომელსაც ეს გიჟი „დემოკრატები“ იყენებენ, ძალიან საშიშია. მათ პოლიტიკა ძალიან სახიფათო გახადეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს