გიორგი კალანდარიშვილი - გვესმის განცხადებები პროვოკაციებთან დაკავშირებით - ჩვენ შსს-სთან გვექნება მჭიდრო კოორდინაცია, რათა არცერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი

გვესმის განცხადებები პროვოკაციებთან დაკავშირებით - ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-მ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა.

„სამწუხაროდ, ჩვენც გვესმის ასეთი ტიპის განცხადებები [პროვოკაციებთან დაკავშირებით], თუმცა როგორც იცით, კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე მის გარეთ გარკვეულ რეგულაციებს, ისევე როგორც უწყებებს შორის კომპეტენციის ფარგლებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე კვირის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი გავაფორმეთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი - როგორც მინიმუმ იყოს პრევენცირებული, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს