BTU-ში UNICEF-თან პარტნიორობით ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ოფიციალურად გაიხსნა ბავშვის უფლებათა ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა მე-12 უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც მსგავსი ცენტრი ფუნქციონირებს. ახალი ცენტრი იმუშავებს ცოდნის შექმნაზე, გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ბავშვთა უფლებების მიმართულებით აკადემიურ და პროფესიულ წრეებში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას ტრენინგების, საჯარო ლექციების, ცოდნის გაზიარების და კვლევით პროექტებში მონაწილეობის საშუალებით.

უნივერსიტეტებში არსებული ცენტრების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა ბავშვთა უფლებების აკადემიური ქსელის შექმნით გასულ წელს. ეს ქსელი აძლიერებს კავშირებს აკადემიას, ადგილობრივ ხელისუფლებებსა და თემებს შორის, რაც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას და ამ უფლებების ინტეგრაციას უმაღლეს განათლებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის მომავალი ხუთწლიანი თანამშრომლობის პროგრამა პრიორიტეტს მიანიჭებს ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებულ კვლევების გაძლიერებას. უნივერსიტეტებში არსებული ბავშვის უფლებათა ცენტრები შეასრულებენ მნიშვნელოვან როლს კვლევით საქმიანობაში, რათა მომავალი პოლიტიკა ეფუძნებოდეს ხარისხიან მტკიცებულებებს.

ამგვარ აკადემიურ ჩართულობას ასევე ითვალისწინებს 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაციაზე. ბავშვის უფლებათა ცენტრები ახლა მზად არიან ერთმანეთს დაუკავშირონ კვლევა, განათლება და პოლიტიკა და ხელი შეუწყონ ბავშვთა უფლებების დაცვას.

უნივერსიტეტებში არსებული ბავშვის უფლებათა ცენტრები მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების ინტეგრაციას უმაღლეს განათლებაში. გაეროს ბავშვთა ფონდის და უნივერსიტეტების პარტნიორობით შექმნილი ცენტრები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორში, თელავსა და ახალციხეში, წარმოადგენენ რესურს-ჰაბებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებას, დიალოგს და შესაძლებლობების გაძლიერებას. ტრენინგების, საჯარო ლექციების, კვლევებისა და სასწავლო პროგრამების განვითარების გზით, ეს ცენტრები აძლიერებენ მომავალი პედაგოგების, პროფესიონალებისა და სტუდენტების უნარებს, რათა მათ უკეთ გაიგონ და დაიცვან ბავშვთა უფლებები.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო