GCCA, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - სააგენტოში შესული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55% ით არის გაზრდილი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 128 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 198 საქმეზე. ხოლო GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 63 მოვაჭრეს 106 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 114283 ლარის ოდენობით.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, GCCA-ში - 996 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2940 შეადგინა.

შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55% ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 128 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 198 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 63 მოვაჭრეს - 106 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 114283 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 135 საქმეზე - 122 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 %და სხვ.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 329 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 323, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 169, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 34, ხოლო სხვა დანარჩენზე - 74.

სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 17 %“,-აღნიშნულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება