თბილისში PARIS21-ის ახალი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გენდერული სტატისტიკის მე-10 გლობალური ფორუმის ფარგლებში, 2 ოქტომბერს თბილისში ქვეყანათაშორისი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც PARIS21-მა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და გაეროს სტატისტიკის სამმართველომ წარადგინეს ახალი გამოკვლევა – „მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება - პოლიტიკა, ადამიანები და პრაქტიკა გენდერული სტატისტიკის გამოყენების მიღმა“. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარმოდგენილი ანგარიში ეფუძნება 2023–2024 წლებში კენიაში, რუანდაში, მალდივებსა და დომინიკის რესპუბლიკაში განხორციელებულ სამწლიან გამოკვლევას, რომელიც ჩატარდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურებისა და გენდერული უწყებების მჭიდრო თანამშრომლობით.

„კვლევა წარმოაჩენს გენდერულ სტატისტიკას პოლიტიკის წარმართვის აუცილებელ ინსტრუმენტად, განათლების, კლიმატის ცვლილების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში.

პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ, დომინიკის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურის დირექტორმა პაოლა ფელიზმა და ორგანიზაცია Equality Insights-ის წარმომადგენელმა გაიატრი რამნათმა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მნიშვნელოვანია გენდერული სტატისტიკა ეფექტურად იყოს გამოყენებული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც ერთადერთი გზაა მონაცემებმა რეალური გავლენა იქონიონ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

„საქსტატის“ ცნობით, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გენდერული სტატისტიკის მწარმოებლებისა და მომხმარებლების ერთობლივი ჩართულობა პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება