ჩეხეთში დღეს და ხვალ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ჩეხეთის რესპუბლიკაში დღეს და ხვალ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები დღეს, ადგილობრივი დროით, 14:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო ხვალ 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იქნება გახსნილი. 200 - კაციან დეპუტატთა პალატაში მანდატების მოპოვებისთვის 26 პარტია და ჯგუფი იბრძვის. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია, დაახლოებით, 8 მილიონი ამომრჩეველი.

დასავლური მედია წერს, რომ პროგნოზების თანახმად, არჩევნებში პირველ ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის ოპოზიციური პარტია, ANO დაიკავებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ პარტია არჩევნებში ხმების 28-30%-ს მიიღებს, მმართველი ცენტრისტული მემარჯვენე კოალიცია „ერთად“ (Spolu) კი, რომელიც სამი პარტიისგან შედგება, სავარაუდოდ, 20-22%-ს მიიღებს. რაც შეეხება მათ ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორებს ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია STAN-ს, გამოკითხვების თანახმად, პარტია ხმების 10-12%-ს მიიღებს.

გარდა ამისა, პარლამენტში, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნებიან ლიბერალური „მეკობრეების პარტია“ (7-9%) და კიდევ სამი პარტია: ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ (SPD, 13-14%), ულტრამემარცხენე მოძრაობა „საკმარისია!“ (5%) და კიდევ ერთი მემარჯვენე პოპულისტური და ევროსკეპტიკური პარტია „ავტომობილისტები თავისთვის“ (5%).

როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ჩეხეთის მთავრობა კიევის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ჩეხეთის პრემიერი, პეტრ ფიალა იყო ერთ-ერთი პირველი უცხო ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში უკრაინის დედაქალაქს ეწვია. ჩეხეთის რესპუბლიკამ, რომლის მოსახლეობა 10.9 მილიონს შეადგენს, რეკორდული რაოდენობის უკრაინელი ლტოლვილები მიიღო - დაახლოებით 660 000 ადამიანი. ამჟამად, ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის, დაახლოებით, 400 000 მოქალაქე ცხოვრობს.

ანდრეი ბაბიში და სხვა პოპულისტები აცხადებენ, რომ ფიალას მთავრობას უკრაინა და უკრაინელები უფრო ადარდებს, ვიდრე თავად ჩეხები. ბაბიში ფიალას „რუსეთთან ომზე ოცნებაში“ ადანაშაულებს. ის უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას, ლტოლვილებისთვის დახმარების შეზღუდვას და რუსეთთან „გონივრული“ ურთიერთობის დამყარებას ემხრობა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ