ლევან იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, გიორგი ხაინდრავა, ვასილ მხეიძე და ვლადიმერ ღუდუშაური მოინახულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთავში, N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველმა, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური მოინახულა.

„N12-ე დაწესებულებაში ყოფნისას, სახალხო დამცველი, ასევე, იქ განთავსებულ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, გიორგი ხაინდრავას, ვასილ მხეიძეს და ვლადიმერ ღუდუშაურს გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

სახალხო დამცველი სისტემატურად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს