ირაკლი კობახიძე - დანიაში ვიზიტისას, არაერთმა ლიდერმა გამოთქვა ინტერესი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს - თუ ეს ყველაფერი ქმედითი ნაბიჯებით გაგრძელდება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით

დანიაში ვიზიტისას, არაერთი ლიდერის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს - თუ ეს ყველაფერი ქმედითი ნაბიჯებით გაგრძელდება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისივე თქმით, დანიაში ვიზიტისას, საქართველოს დელეგაციას 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება ჰქონდა.

„საინტერესო ფორმატია. აქ გვაქვს გამოვლის საშუალება და რაც მთავარია, სხვადასხვა ფორმატში, ორმხრივი შეხვედრის გამართვის საშუალება. ვიზიტის დროს გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც ბუნებრივია, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ეს მზაობა, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ შესაბამის ლიდერებთან,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს