ალეკო ელისაშვილი - გაჯიქება და ჯიბრში ჩადგომა კარგს არაფერს მოგვიტანს - ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა მისცეს ირაკლი კუპრაძეს თბილისის მერობის კანდიდატად

ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს ირაკლი კუპრაძეთბილისის მერობის კანდიდატად, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივა, მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძე.

„იოლად არაფრის დათმობას ვაპირებთ. ყველგან, სადაც შესაძლებელია, უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძვით. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს გაჯიქება და ერთმანეთისთვის ჯიბრში ჩადგომა არაფერს კარგს არ მოგვიტანს. არჩევანი არის ძალიან მარტივი, ვინც არჩევნებზე არ მიდის, განსაკუთრებით ოპოზიციონერი ამომრჩეველი, ის მხარს უჭერს კალაძეს. ეს არის მარტივი ამბავი. ყველა დაფიქრდეს, რა გვირჩევნია, თბილისის მერი 5 ოქტომბერს იყოს ისევ კახა კალაძე, თუ ირაკლი კუპრაძე? მარტივი არჩევანია და თქვენი გულის კარნახით მოიქეცით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს ირაკლი კუპრაძეს თბილისის მერობის კანდიდატად“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026