ალეკო ელისაშვილი - გაჯიქება და ჯიბრში ჩადგომა კარგს არაფერს მოგვიტანს - ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა მისცეს ირაკლი კუპრაძეს თბილისის მერობის კანდიდატად

ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს ირაკლი კუპრაძეს თბილისის მერობის კანდიდატად, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივა, მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძე.

„იოლად არაფრის დათმობას ვაპირებთ. ყველგან, სადაც შესაძლებელია, უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძვით. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს გაჯიქება და ერთმანეთისთვის ჯიბრში ჩადგომა არაფერს კარგს არ მოგვიტანს. არჩევანი არის ძალიან მარტივი, ვინც არჩევნებზე არ მიდის, განსაკუთრებით ოპოზიციონერი ამომრჩეველი, ის მხარს უჭერს კალაძეს. ეს არის მარტივი ამბავი. ყველა დაფიქრდეს, რა გვირჩევნია, თბილისის მერი 5 ოქტომბერს იყოს ისევ კახა კალაძე, თუ ირაკლი კუპრაძე? მარტივი არჩევანია და თქვენი გულის კარნახით მოიქეცით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს ირაკლი კუპრაძეს თბილისის მერობის კანდიდატად“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში