ბრიტანეთის მთავრობა, მანჩესტერში, სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაძლიერების პირობას დებს

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ანტისემიტიზმთან ბრძოლის მიზნით ძალისხმევას გააორმაგებენ.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მანჩესტერში, სინაგოგაზე თავდასხმის შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, პოლიციამ ლონდონში ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, გააუქმონ ან გადადონ აქცია, რადგან ეს გამოიწვევს პოლიციის რესურსების გადამისამართებას, რომლებიც საჭიროა თავდასხმის შემდეგ შეშინებული თემების დასაცავად.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა, განაცხადა, რომ ესმის ღაზას სექტორთან დაკავშირებით ყველა მხარის მიერ გამოხატული გრძნობების სიძლიერე, მაგრამ, ამან, მისი თქმით, ბრიტანეთის ქუჩებში ძალადობა არ უნდა გამოიწვიოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავავლოთ ზღვარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და აქ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შორის“, - განაცხადა მინისტრმა და გააპროტესტა პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები, რომლებიც მანჩესტერში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში გაიმართა, მათ არაბრიტანული და შეურაცხმყოფელი უწოდა და მონაწილეებს მოუწოდა, „ცოტა მეტი ჰუმანურობა და სიყვარული გამოიჩინონ გლოვაში მყოფი საზოგადოების მიმართ“.

მინისტრს დაუსვეს შეკითხვა ისრაელის კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელსა ბრიტანეთის მთავრობას მის ქალაქებსა და უნივერსიტეტებში ანტისემიტიზმის გავრცელების დაშვებაში ადანაშაულებს, რაზედაც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა:

„ამ ქვეყანაში ანტისემიტიზმის მიუღებელი დონეა, მაგრამ უბრალოდ მინდა ნათლად ვთქვა, რომ გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი თავად თავდამსხმელია“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის