გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - დრონების საფრთხესა და დრონებისგან თავდაცვას შორის რბოლა სულ უფრო და უფრო რთულდება

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის განცხადებუით, დრონების გამოჩენის შემდეგ მიუნხენის აეროპორტის დროებითი დახურვა დრონების საფრთხის შესახებ „მაღვიძარას ზარი“ იყო.

„დრონების საფრთხესა და დრონებისგან თავდაცვას შორის რბოლა სულ უფრო და უფრო რთულდება“, - განუცხადა მან გამოცემა Bild-ს და დასძინა, რომ ამ საკითხზე სასწრაფოდ არის საჭირო მეტი დაფინანსება და კვლევა ეროვნულ და ევროპულ დონეზე.

ბუნდესტაგში მმართველი პარტიის, CDU/CSU-ს საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ ინციდენტმა ხაზი გაუსვა „ინტეგრირებული და მოქნილი“ სისტემის საჭიროებას, რომელიც დრონების დაუყოვნებლივ განეიტრალების საშუალებას გააჩენს.

„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევქმნათ დრონებისგან დაცვის ფუნქციონირებადი სისტემა“, - განუცხადა მან ადგილობრივ მედიას.

შეგახსენებთ, გერმანიის მიუნხენის აეროპორტში, დრონების დაფიქსირების გამო, ოპერაციები შეაჩერეს, რის შედეგადაც 17 ავიარეისი გაუქმდა და 3 000 მგზავრის მგზავრობა შეფერხდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება