ირაკლი კობახიძე - ახალი საფეხბურთო ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია რუსთავისთვის, ქალაქისთვის, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობთ - ჩვენ ვართ გამორჩეული სპორტული ნიჭის მქონე ხალხი და ნიჭი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრის გახსნა, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია რუსთავისთვის, ქალაქისთვის, რომელსაც ჩვენ ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპორტის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი თავიდანვე იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით.

"სპორტის განვითარება არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმისათვის რომ ახალგაზრდები, ბავშვები თავიდანვე იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასევე, ჩვენ ვართ გამორჩეული სპორტული ნიჭის მქონე ხალხი, ეს ნიჭი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამასაც სჭირდება ასეთი ინვესტიცია. დარწმუნებული ვარ, ამ საფეხბურთო ცენტრში ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება და ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაახარებს ჩვენს გულებს მომავალში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს