იგორ ნარმანია და კიდევ ერთი დაშავებული აქტივისტი კლინიკაში გადაიყვანეს

მეტეხის ხიდთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული იგორ ნარმანია კლინიკა "ჰელსიკორში" გადაიყვანეს. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

აქტივისტების ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი პირი, 15 წლის ბიჭი, რომელსაც უცნობი პირები გაუსწორდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისიც კლინიკაში გადაიყვანა.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტები და აქტივისტები ერთობლივი განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ, რომელიც ხვალინდელ დაანონსებულ აქციას ეხება.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, უცნობი პირები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

"აქ ვიყავით შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებსაც უნდა გაგვეკეთებინა განცხადება, ამ განცხადების ჩაშლა უნდოდათ "ქართული ოცნების" "ტიტუშკებს". მოაწყვეს ჩასაფრება 50-მდე "ტიტუშკამ", რომელიც მოაბილიზა "ქართულმა ოცნებამ". ისინი შეიარაღებულები იყვნენ "კლუჩებით", მუშტებითაც ვერ მოვიდნენ. იგორ ნარმანიას და 15 წლის ანდრიას მიაყენეს ზიანი თავის არეში. 4 ოქტომბერს ყველანი ვიქნებით ქუჩაში, რუსული რეჟიმი საქართველოში უნდა დამთავრდეს", - განაცხადა აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება