სტუდენტები - ახალგაზრდები შევიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი რევოლუციური მარშით დავიძვრებით და დავანახებთ ჩვენს გადამწყვეტ ძალას  შეკრებილ ადამიანებს

ქართველი ახალგაზრდები შევიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი რევოლუციური მარშით დავიძვრებით და დავანახებთ ჩვენს გადამწყვეტ ძალას შეკრებილ ადამიანებს, - ამის შესახებ ახალგაზრდების მიერ მეტეხის ხიდთან გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, 4 ოქტომბერი არის დღე, როდესაც საბოლოოდ უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა.

„ავიწყდებათ, რომ ბრაზი, უსამართლობისა და სიმწარის განცდა გროვდება, ზვირთდება და ერთ დღეს აუცილებლად იფეთქებს. სწორედ ეს საათები ახლოვდება. ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს მომენტი, როცა გარდატეხის წინაშე დგები, სწორედ ასეთი მომენტია ახლა. ან საკუთარი დუმილით ხელს აწერ მონობას, ან დგები მყარად და ამბობ მკაფიოდ - არ შევეგუები, არ დავნებდები.

არ არსებობს ძალა, რომელიც გაერთიანებულ მტკიცე ჟინით ფეხზე დამდგარ ქართველ ერს დაამარცხებს, არ არსებობს ძალა, რომელიც მოერევა თავისუფლების სურვილს. როცა ერთი წლის წინ ფიცი დავდეთ გმირთა მემორიალთან, რომ ბოლომდე დავიცავდით ჩვენს სამშობლოს და მისი ხალხის თავისუფლებას, წამითაც არ გვიფიქრია, რომ განზე გავდგებოდით გადამწყვეტ მომენტში. ხვალ სწორედ ასეთი დღეა. დღე, როდესაც საბოლოოდ უნდა ვთქვათ ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა. ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ამ თაობის, პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. საქართველო ეკუთვნის ხალხს, სწორედ ამიტომ გელოდებით ქვეყნის მთავარ გამზირზე, იქ, სადაც არაერთხელ გადაწყდა ჩვენი ქვეყნის ბედი, იქ, სადაც იწერება ისტორია და იქმნება მომავალი. ყველაფერი ჩვენს ხელშია, არ არსებობს ბოროტება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია.

სანამ გამარჯვებისთვის ქუჩაში გამოსულ 100 ათასობით ადამიანს შევუერთდებით, ქართველი ახალგაზრდები შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი რევოლუციური მარშით დავიძვრებით და დავანახებთ ჩვენს გადამწყვეტ ძალას იქ შეკრებილ ადამიანებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის. არ დარჩეთ სახლში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მეტეხის ხიდთან ახალგაზრდები განცხადების გასაკეთებლად 20:00 საათზე შეიკრიბნენ, თუმცა მათზე თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება