ეკა ბესელია - მე არ მაქვს განცდა, რომ ხვალ ყველაფერი მთავრდება, ხვალ შეიძლება იყოს გარდამტეხი დღე - ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგის სივრცე თავად იპოვოს

განცხადებებს, რომელიც კონკრეტულ დაპირებებს იძლევა და მოლოდინებს ზრდის, ფრთხილად ვუყურებ - მე არ მაქვს განცდა, რომ ხვალ ყველაფერი მთავრდება, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, არ ექნება არანაირი ტოლერანტობა ძალისმიერი ქმედებების მიმართ.

„მე არ ვიცი მათი გეგმის შესახებ და განცხადებებს, რომელიც კონკრეტულ დაპირებებს იძლევა და მოლოდინებს ზრდის, მე ფრთხილად ვუყურებ. გამოცდილების გათვალისწინებით, რაც გავიარეთ ბოლო წლებში, ბევრი ასეთი განცხადება ყოფილა, ბევრი წინასწარი დაპირება ყოფილა და ბევრი იმედგაცრუებაც ყოფილა. მე არ მინდა, ვინმეს ენთუზიაზმი დავამცრო, ან ხელი შევუშალო ვისაც აქვს ეს განწყობა და მოლოდინი, რომ ხვალ ყველაფერი მთავრდება. მე არ მაქვს განცდა, რომ ხვალ ყველაფერი მთავრდება. ხვალ შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი დღე, გააჩნია საქართველოს მოქალაქეების პროტესტს და განწყობას, მასშტაბს, დინამიკას და გადაწყვეტილებებს. ძალიან დიდი პატივისცემა მათ, ვინც ფიქრობს, რომ კონსტიტუციური გზებით ხვალვე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ მექნება არავითარი ტოლერანტობა არანაირი ძალისმიერი ქმედების მიმართ, თუმცა ძალადობრივ ქმედებებს უფრო ველოდები „ოცნების“ და არა მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებაზე წასვლის გადაწყვეტილებამდე, მაშინ მივა, როცა გაუჩნდება განცდა, რომ სიტუაციას ვერ მართავს.

„პროტესტის განწყობა, რომელიც 300 დღეზე მეტია აჩვენებს ძალიან ჯიუტად და თანმიმდევრულად, რომ ხალხს უნდა ცვლილებები და თუ ეს იმ მასშტაბის იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაფიქრდება ღირს თუ არა მოლაპარაკებაზე წასვლა საკუთარ მოქალაქეებთან, რამდენადაც მე მას ვიცნობ, ეს განცდა შეექმნება, როგორც კი დაინახავს, რომ პროცესებს ვეღარ მართავს. მე ვურჩევდი მას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგის სივრცე თავად იპოვოს იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა მაინც დადგება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს