ვოლოდიმირ ზელენსკი - შორი მანძილის დარტყმები გაიზრდება - რუსეთი, ქვეყანა ბენზინგასამართი სადგური, არა ყიდის, არამედ ბენზინის იმპორტს ახდენს, ეს არის ჩვენი შედეგები

რუსეთი, ქვეყანა-ბენზინგასამართი სადგური, არა ყიდის, არამედ ბენზინის იმპორტს ახდენს, ეს არის ჩვენი შედეგები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში შორი დარტყმები გაიზრდება.

“დღეს ანგარიშები იყო რუსეთის ობიექტებზე ჩვენს საკმაოდ სამართლიან დარტყმებზეც - მათ ლოგისტიკაზე, საწვავის კომპლექსზე. მადლობელი ვარ ჩვენი მებრძოლების სიზუსტისთვის. რუსეთი ომს ირჩევს, რუსეთი ჩვენი ხალხის ცხოვრებას ანგრევს და ამისთვის პასუხი უნდა გაეცეს - ჩვენი შორი მანძილის დარტყმები გაიზრდება. რუსეთი ბენზინის იმპორტს ახდენს, თან სხვადასხვა გეოგრაფიებში: აზიაშიც, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, და ევროპაშიც, კერძოდ ბელარუსიდან. ეს პუტინის ომის ერთ-ერთი შედეგია - ქვეყანა-ბენზინგასამართი სადგური არა ყიდის, არამედ ბენზინის იმპორტირებას ახდენს. ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი დაზვერვისა და იარაღია უკრაინელი მწარმოებლების სწორი შედეგებია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად იარაღის ერთობლივად წარმოებაზე და ახალ სანქციებზე პროექტებს ამზადებს.

“რამდენიმე ახალ სასანქციო გადაწყვეტილებას ვამზადებთ. ეს სანქციების გაგრძელებაცაა, რომელთა ვადაც იწურებოდა, და ახალი სანქციების შემოღებაც, კერძოდ, კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის თავდაცვით მრეწველობაზე მუშაობენ. გავაერთიანებთ ჩვენს სანქციებს პარტნიორების სანქციებთან და რუსეთზე ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!