დონალდ ტრამპი - „ჰამასის“ განცხადების საფუძველზე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზას დაბომბვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "ჰამასი" „მზადაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.

ტრამპმა განცხადება თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე, Truth Social-ზე გამოაქვეყნა.

„ჰამასის მიერ ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზას დაბომბვა, რათა ჩვენ შევძლოთ მძევლების უსაფრთხოდ და სწრაფად გაყვანა!" , - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, "ამჟამად ამის გაკეთება ძალიან საშიშია".

"ჩვენ უკვე ვმსჯელობთ დეტალებზე, რომლებიც უნდა დამუშავდეს. საქმე მხოლოდ ღაზას არ ეხება, საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთში დიდი ხნის ნანატრ მშვიდობას.“, - წერს ტრამპი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი