ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა - #59-ე საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. #59-ე საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქში 152 939 მოქალაქე გააკეთებს საკუთარ არჩევანს. გახსნილია 77 საარჩევნო უბანი, მათ შორის 1 უბანი ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული.

ქუთაისში მერობის 3 კანდიდატია რეგისტრირებული.

რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში საკუთარ არჩევანს დღეს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გააკეთებს.

იმერეთში 400 - ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება