დავით მათიკაშვილი - საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება - აუცილებლად, დღის ბოლოს საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს

საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება, მან ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ ერთ ძალას შესწევს წარმატების მიღწევა იმ გამოწვევებში, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს - მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავება და ერთიანი, მთლიანი, ძლიერი საქართველოსთვის ბრძოლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, დღის ბოლოს საქართველო „კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს“.

„საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება. ყველაფერი ხელის გულზეა. საზოგადოებამ, ჩვენმა ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ ერთ ძალას შესწევს წარმატების მიღწევა იმ გამოწვევებში, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს - მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავება და ერთიანი, მთლიანი, ძლიერი საქართველოსთვის ბრძოლა. ამიტომ, ნამდვილად არ იქნება პრობლემა არჩევანის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებლად, დღის ბოლოს საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი