ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ბათუმის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ბათუმის საკრებულოს არჩევნებში კი 9 პარტია მონაწილეობს, რომლებსაც 4 %-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 89 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხოლო 90-ე საარჩევნო უბანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც ამომრჩევლები ხმას ტრადიციული მეთოდი დააფიქსირებენ.

ბათუმის 89 საარჩევნო უბანში ხმის მიცემა ელექტრონული წესით მიმდინარეობს.

ასევე, აჭარის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო პროცესი ელექტრონული წესით მიმდინარეობს, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ტრადიციული წესით შეძლებს ხმის მიცემას.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ. მან ხმა 68-ე საარჩევნო უბანზე მისცა. საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს, მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს