ქუთაისში, 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 10 241 ადამიანი მივიდა

ქუთაისში, 10:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა 10 241-მა ამომრჩეველმა მისცა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, წინა თვითმმართველობის არჩევნების ამ დროის მონაცემები 11 466 ამომრჩეველი იყო.

ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, ქუთაისში 77-ვე უბანი დროულად, წესების დაცვით გაიხსნა და რაიმე შეფერხება არ ყოფილა.

ქუთაისში 152 939 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს