ცესკოს პრესსპიკერი - ხმის მთვლელ აპარატს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს - გასაკვირია ის, რომ საუბრობენ ბევრს, მაგრამ საარჩევნო უბნებზე საჩივრები ჯერჯერობით დაწერილი არ არის

ხმის მთვლელ აპარატს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს - გასაკვირია ის, რომ საუბრობენ ბევრს, მაგრამ საარჩევნო უბნებზე საჩივრები ჯერჯერობით დაწერილი არ არის, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებას, რომ „სამგორში, ორ უბანზე, ამომრჩეველზე ორი ბიულეტენი გაიცა“.

მისივე თქმით, შესაძლოა, იყოს გადაცდომა და ამომრჩეველზე 2 ბიულეტენი იყოს გაცემული, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ამაზე რეაგირებას მოახდენენ და ახსნა-განმარტებები დაიწერება.

„მე მინდა დავამშვიდო ამომრჩევლები, რომ ხმის მთვლელი პარტია ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს. შესაძლოა, იყოს გადაცდომა, 2 ბიულეტენი იყოს გაცემული, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით, დაიწერება ახსნა-განმარტებები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ხმის მთვლელ აპარატს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს. გასაკვირია ის, რომ საუბრობენ ბევრს, მაგრამ საარჩევნო უბნებზე საჩივრები ჯერჯერობით არ არის. არც ერთ ოლქში, არც ერთ საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერილი არ არის. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაწერონ საჩივრები. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გვაქვს ვალდებულება, დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეაგირება საჩივრებზე და აღმოვფხვრათ უბანზე არსებული გადაცდომები“, - განაცხადა იოსელიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი