საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია - „ლაზერული პლაზმის გამოყენება - თბილისი 2025“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეცნიერებას საზღვრები არ აქვს და თანამშრომლობა იაპონიის, ევროპის ქვეყნების და საქართველოს წამყვან სპეციალისტებს შორის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ახალი კვლევების განსახორციელებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კვლევები მიმართულია მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებისკენ - მოიცავს მიმართულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს. გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე, ინოვაციური ენერგეტიკული გადაწყვეტილებები გარდაუვალი საჭიროებაა, ხოლო ბიოსამედიცინო მიმართულებები პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი სამეცნიერო პლატფორმები ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდა მეცნიერებმა, ინჟინრებმა და სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება, ხოლო საქართველო გახდეს აქტიური მონაწილე იმ გლობალური პროცესებისა, რითაც მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჯანმრთელი, უსაფრთხო და მდგრადი სამყარო“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენციის - „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ - მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“, შეფასებისას განაცხადა.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის, საქართველოში იაპონიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროკავშირის COST პროგრამის პროექტის - „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“ მხარდაჭერით, იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენციის - „ლაზერული პლაზმის გამოყენება - თბილისი 2025“ (სრული სახელწოდება: „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ - მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“ (Japan-Georgia-Europe International Workshop on Physics and Technology of Laser-Induced Plasma for Green Energy and Biomedical Applications – Laser Plasma Applications, Tbilisi 2025) - დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სფეროს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, მათ შორის: კაორუ იამანუჩი - ტოკიოს უნივერსიტეტის ფემტოწამიანი ლაზერული მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, კვანტური ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ტოკიოს უნივერსიტეტი), იაპონიის სამეცნიერო საბჭოს ასოცირებული წევრი, იაპონიის ქიმიური საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი; ნომაჩი მასაჰარუ - პროფესორი, ბირთვული ფიზიკის კვლევითი ცენტრი (RCNP), ოსაკას უნივერსიტეტის ევროპული აკადემიური ინიციატივების ცენტრის დირექტორი; ტოშიმორი სეკინე - პროფესორი, დედამიწისა და კოსმოსის მეცნიერების დეპარტამენტი, ოსაკას უნივერსიტეტი; შიგემორი კეისუკე - პროფესორი, ლაზერული ინჟინერიის ინსტიტუტი (ILE), შიგემორის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ოსაკას უნივერსიტეტი; დიმიტრი ბატანი - ბორდოს უნივერსიტეტის „განსაკუთრებული კლასის“ პროფესორი (Professeur de Classe Exceptionnelle), ევროპის ფიზიკური საზოგადოების (EPS) წევრი, საფრანგეთის ინსტიტუტის (IUF) უფროსი წევრი და ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EURASC) წევრი; ბორის ნ. ჩიჩკოვი - პროფესორი, დოქტორი, კვანტური ოპტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტი, გერმანია; ფაბრიციო კონსოლი - პროფესორი, დოქტორი, ინერციული სინთეზისა და პლაზმის ინტერდისციპლინური ექსპერიმენტების ლაბორატორიის დირექტორი, ENEA-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ინერციული ბირთვული სინთეზის კვლევისა და ტექნოლოგიების დარგში, ENEA, იტალია; გ. ა. პაბლო ჩირონე - პროფესორი, დოქტორი, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (INFN) უფროსი მკვლევარი, სამხრეთის ეროვნული ლაბორატორიები (LNS), კატანია, იტალია; ალდო ბონასერა - პროფესორი, დოქტორი, ციკლოტრონის ინსტიტუტი და ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, აშშ; ვიქტორ მალკა - პროფესორი, დოქტორი, კომპლექსური სისტემების ფიზიკის დეპარტამენტი, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტი, ექსტრემალური სინათლის და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი (ELI-NP), რუმინეთი.

სტუ-ის ინფორმაციით, იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია „ლაზერული პლაზმის გამოყენება - თბილისი 2025“ ექვს სესიად წარიმართა. პირველ სესიაზე, თემით - „ახალი მიდგომები ლაზერით ინდუცირებული მეთოდებსა და ტექნოლოგიებში“, განიხილეს შემდეგი თემები: პროფესორი დიმიტრი ბატანი (საფრანგეთი) - „ლაზერით ინდუცირებული თერმობირთვული სინთეზის მომავალი”; პროფესორი პაატა კერვალიშვილი (საქართველო) - „ლაზერით სინთეზირებული კვანტური მასალები ენერგეტიკისა და გამომთვლელი ხელსაწყოებისათვის“; ტოშიმორი სეკინე (იაპონია) – „გამთბარი, მკვრივი მატერია, რომელიც ხასიათდება ლაზერული დარტყმითი შეკუმშვით“; ალდო ბონასერა (აშშ) - „ბირთვული ასტროფიზიკა და ლაზერების გამოყენება”. მეორე სესიაზე, რომლის თემა იყო „ლაზერით მართული ტექნოლოგიები”, მოხსენებებით წარსდგნენ: შიგემორი კეისუკე (იაპონია) – „ლაზერულ-პლაზმური ურთიერთქმედებები“; ვიქტორ მალკა (ისრაელი-რუმინეთი) – „ლაზერით მართული აჩქარებული ელექტრონები და მათი გამოყენება“; ბორის ჩიჩკოვი (გერმანია) - „ლაზერული ბეჭდვის ტექნოლოგიები“. მესამე სესიაზე - „ბირთვული სინთეზი: მეთოდები და ინსტრუმენტები“ განიხილეს შემდეგი თემები: ფაბრიციო კონსოლი (იტალია) – „ნაწილაკების იდენტიფიკაციის თანამედროვე დიაგნოსტიკა ლაზერით ტრიგერირებული ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტებში“; კატარჟინა ბატანი (პოლონეთი-საფრანგეთი) – „პროტონბორის სინთეზი ლაზერით მართული სამედიცინო აპლიკაციებისთვის“. მეოთხე სესიაზე, რომელიც „ნანოობიექტების კვლევისთვის კოჰერენტულ სინათლეზე დაფუძნებულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს“ მიეძღვნა, მოხსენებებით წარსდგნენ: პაბლო ჩირონე (იტალია) – „ლაზერით მართული ნაწილაკების აჩქარება (იონები/ელექტრონები) სამედიცინო აპლიკაციებისთვის“; კაორუ იამანუჩი (იაპონია) – „მოკლე ლაზერული იმპულსები და ფემტოწამიანი ქიმია“; ზვიად კირტავა და სხვები (საქართველო) - „ახალი პარადიგმა: თანამედროვე მედიცინაში ფარმაცევტული მიდგომებიდან ბიოფიზიკურზე გადასვლა“; თამარ ბჟალავა და სხვები (საქართველო): „პათოგენური მიკროორგანიზმების შესწავლა ოპტიკური სპექტრომეტრიის მეთოდებით“. მეხუთე სესიაზე, თემით - „ლაზერული ფიზიკა და ტექნოლოგიის გამოყენება” მოისმინეს შემდეგი მოხსენებები: ლევან ჩხარტიშვილი და სხვები (საქართველო) – „ბორის იზოტოპებზე დაფუძნებული ნეიტრონების დეტექტირების კონცეფცია“; ამირან ბიბილაშვილი და სხვები (საქართველო) – „ლაზერული პლაზმის გამოყენება თხელფენოვანი მასალების მიღების პროცესში“; ნუგზარ ღომიძე და სხვები (საქართველო) – „LIBS ტექნოლოგია პლაზმის დახასიათებისთვის: მონაცემთა დამუშავება და თეორიული ანალიზი”; თამაზ მინაშვილი და სხვები (საქართველო) – „ოქროს ნანოკლასტერების მომზადება GaP (001) ზედაპირზე გალვანური გადაადგილების მეთოდით”; თამარ ბერბერაშვილი და სხვები (საქართველო) – „ლაზერული ოპტიკური სპექტრომეტრიის კვლევები ATP რეაქციებში“. მეექვსე სესიაზე კი, რომელიც „ლაზერით განპირობებული ფიზიკისა და ტექნოლოგიის მიღწევების” განხილვას მიეძღვნა, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა კოლეგებს დასკვნითი სიტყვით მიმართეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო