„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წევრები - „ქართული ოცნება“ ტრადიციულად აგრძელებს არჩევნების და ამომრჩევლის მიმართ ზეწოლას

„ქართული ოცნება“ ტრადიციულად აგრძელებს არჩევნების და ამომრჩევლის მიმართ ზეწოლას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ბათუმის მე-15-ე საარჩევნო უბნის წინ, მიკროავტობუსი დგას, საიდანაც ფულს არიგებენ და ამომრჩევლის ნებას აკონტროლებენ.

„25-ე უბანზე იყო შემთხვევა - კომისიის წევრმა უბანზე შემოსულ შვილს ჩანთიდან მიაწოდა პირადობა, იმავე ჩანთაში ჩვენმა წარმომადგენელმა დააფიქსირა რამდენიმე პირადობა, ჩვენი წარმომადგენლის წინააღმდეგობის მიუხედავად კომისიის ეს წევრი გაჰყვა გადასატან ყუთს.

ბათუმის მე-15 უბნის წინ დგას მიკროავტობუსი, საიდანაც არიგებენ ფულს და აკონტროლებენ ამომრჩევლის ნებას. აგრესიული არიან მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართ.

ბათუმში 22-ე უბანზე ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორს უჩა აბრამიშვილს მიჰყავს ამომრჩევლები და ადგილზე სიებს ამოწმებს. ბათუმის თითქმის ყველა უბანთან კანონდარღვევით დგანან სიებით და აკონტროლებენ ამომრჩევლის ნებას, რაც საარჩევნო კანონით აკრძალულია, მოგეხსენებათ უბნიდან 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ხალხმრავლობა.

შუახევში მე-15 უბანში მწყობრიდან გამოვიდა ხმის მიცემის ერთ-ერთი აპარატი.

დაბა ოჩხამურში კომისიის წევრები არიან სკოლის დირექტორი და მასწავლებლები და ამომრჩევლებს ღიად მიუთითებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. ასევე, ამავე უბანზე უბნის გახსნიდან 2 საათის მერე ჩაირთო კამერები.

დაფიქსირდა რამდენიმე უბანზე მოქალაქეების სიაში არყოფნა“, - აღნიშნეს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის