მამუკა ხაზარაძე - ხმა მივეცი იმ ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას, რომელიც რეალურად ქართველ ხალხს ეკუთვნის და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი

ხმა მივეცი იმ ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას, რომელიც რეალურად ქართველ ხალხს ეკუთვნის და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მან ოპოზიციურ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა, თბილისელებმა და სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა თავისუფალ არჩევანს, ევროპულ არჩევანს იზოლაცია გაუკეთა და ქვეყანა შეიყვანა საკმაოდ სერიოზულ კრიზისში, კორუფციის ჭაობში, კრიმინალურ ჭაობში და ა.შ. ამიტომ ხმა მივეცი იმ ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას, რომელიც რეალურად ქართველ ხალხს ეკუთვნის და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი.

რაც შეეხება არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტებს, მინდა გითხრათ, იმის მოლოდინი, რომ ამ მეთოდებს ის ძალა შეცვლის, რომელიც აყალბებს და აყალბებდა არჩევნებს, არის ფუჭი მოლოდინი. ამიტომ ერთადერთი ამის საწინააღმდეგო არის ოპოზიციური ამომრჩევლის აქტიურობა. გაყალბება ყოველთვის ხდებოდა ამ ქვეყანაში, მაგრამ ყველაფერს აქვს ლიმიტი. თუ ამომრჩეველი გამოდის აქტიურად არჩევნებზე, ეს არის გარანტია იმისა, რაც მოხდა 2012 -ში, 2003-ში და იმ წლებში, როცა ჩვენი ამომრჩეველი იყო აქტიური, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ აქტიურობისკენ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მან დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს არავის“.

„მინდა ყველა გავაფრთხილო, პირველ რიგში, ე.წ. ხელისუფლება, რომ თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს არავის. მათი მუქარა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ეს არის ძალიან მყარი პოზიცია ჩვენი. თუმცა კიდევ ვიმეორებ - არ მჯერა რაღაც კრებით ხელისუფლების გადაცემის, ეს მე მკაფიოდ ვთქვი. ყველამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არ ეხება გულანთებულ ადამიანებს, რომლებიც 300 დღეზე მეტი აპროტესტებენ ამ მდგომარეობას. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ. არჩევნები იქნება, ქუჩაში დემონსტრაცია თუ რაღაც კრების ჩატარება“,- განაცხადა ხაზარაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია