კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს ეხმაურებიან

„ჰამასის“ მიერ აშშ-ის გეგმაზე თანხმობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს.

„ახლა არსებობს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბრძოლა დასრულდეს, მძევლები სახლებში დაბრუნდნენ და ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმ ადამიანებამდე მიაღწიოს, ვისაც ეს სჭირდება. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ შეთანხმების განხორციელება დაიწყონ. დიდი ბრიტანეთი მზადაა მხარი დაუჭიროს შემდგომ მოლაპარაკებებს“, - აცხადებს კირ სტარმერი.

„ჰამასის“ პასუხს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შანსია“.

„გერმანია დონალდ ტრამპის მოწოდებას მხარს სრულად უჭერს. მძევლების გათავისუფლება უნდა მოხდეს. „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს. ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თითქმის ორი წლის შემდეგ, ეს მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შანსია“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს