ნათია იოსელიანი - საარჩევნო უბნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობასთან დაკავშირებით შეფერხება არ ფიქსირდება - არც ერთი საჩივარი არ დაწერილა

საარჩევნო უბნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობასთან დაკავშირებით შეფერხება არ ფიქსირდება - ყველა რისკი არის დაზღვეული, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება გახდება, საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიიღებს და საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაგრძელდება, თუმცა ამ მომენტისთვის ამის საჭიროება არ დგას.

ამასთან, იოსელიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეუძლებელია, ერთმა ამომრჩეველმა ხმა ორჯერ მისცეს.

„ერთი ამომრჩეველი არის ერთი ხმა და ხმის დუბლირება შეუძლებელია. შეუძლებელია, ერთმა ამომრჩეველმა სხვაგან მისცეს ხმა. ამას არ დაუშვებს ვერიფიკაციის აპარატი," - განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, მან შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით „ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, არც ერთი საჩივარი არ დაწერილა და ამ საკითხზე მხოლოდ „საუბრები გვესმის".

„არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი სავარაუდო დარღვევებზე. ჩვენ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, თუ არსებობს ფაქტები, დაწერონ საჩივარი საარჩევნო უბნებზე, რომელზეც დაუყოვნებლივი რეაქცია ექნება საარჩევნო ადმინისტრაციას. საუბარი ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ თქვენ იცით, რომ როცა საარჩევნო პროცესზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ფაქტები, უტყუარი დადასტურებები, რომელიც შეუწყობს ხელს იმას, რომ ადგილზე მოხდეს აღნიშნული გადაცდომების აღმოფხვრა და პროცესის იმგვარად გაგრძელება, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ გარემოში მისცეს ხმა”, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ამასთან, მან უპასუხა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, რომ "ქართულ ოცნებას" არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, ათასობით დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული და აღნიშნა, რომ 'საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია კანონმდებლობის სრული დაცვით არის რეგისტრირებული".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი