ჩეხეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია იგორ ნარმანიაზე - მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ თავდასხმას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს

ჩეხეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის „ტრადიცია პასუხისმგებლობა კეთილდღეობა“ ახალგაზრდული ორგანიზაცია იგორ ნარმანიაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია ვინმე იყოს ძალადობის მსხვერპლი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

„მანამ, სანამ ჩეხეთში დემოკრატიის დღესასწაულია, ჩვენ მოგვივიდა სამწუხარო ინფორმაცია ჩვენი ქართველი კოლეგებისგან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგორ ნარმანია გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა მას და მისი გუნდის სხვა წევრებს, რკინის ბლაგვი საგნებით მაშინ, როდესაც ისინი ემზადებოდნენ განცხადების გასაკეთებლად, საპროტესტო აქციის შესახებ. იგორს დაზიანების შედეგად დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ ვინმე იყოს ძალადობის მსხვერპლი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ თავდასხმას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს.“ - წერია განცხადებაში.

განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება