ირაკლი ჭეიშვილი - ოპოზიციაში თანხის დარიგებაზე ზეპირად საუბრობენ, თუ რაიმე კონკრეტული ვიდეო ფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება

ოპოზიციაში თანხის დარიგებაზე ზეპირად საუბრობენ, თუ რაიმე კონკრეტული ვიდეო ფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და შესაბამისად ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება, ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი ფაქტი არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. იგი „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წევრების განცხადებას გამოეხმაურა, „ამომრჩევლის მოსყიდვასთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, რადგან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

„ბათუმში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროვოკაციულ შემთხვევას. ამ დროის მონაცემებით ამომრჩევლის 20%-მდე ფიქსირდება, რაც მაღალ აქტივობას ნიშნავს, მაღალი აქტივობის შემთხვევაში მოგეხსენებათ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს.

ერთ-ერთმა აქტივისტმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბათუმში, პირველი შემთხვევის შემდეგ მეორეჯერ საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს, რეაგირება გააკეთა საარჩევნო უბნის კომისიამ, ეს ადამიანი იდენტიფიცირებული და შესაბამისად, ფიქსირდება ეს არის ოპოზიციის აქტივისტი.

რაც შეეხება თანხის დარიგებას, საუბრობენ ზეპირად, თუ რაიმე კონკრეტული ვიდეო ფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება. ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი ფაქტი არ არსებობს“, - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს