ანა წითლიძე - თუ ვინმე ძალადობას აპირებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რეჟიმი - მოქალაქეებთან დაპირისპირება ვერ და არ მოუგია არცერთ რეჟიმს

თუ ვინმე ძალადობას აპირებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რეჟიმი, თუმცა საქართველოს მოქალაქეებთან დაპირისპირება ვერ და არ მოუგია არცერთ რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანი მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, „ინტერპრესნიუსს“ თავისუფლების მოედანზე განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი საპროტესტო აქცია არის მშვიდობიანი.

„საქართველოს ათასობით მოქალაქეს ვერ მოერევა ვერანაირი სპეცრაზმი და შსს, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ. აქ საქართველოს მოქალაქეები გამოდიან ოჯახებით, მშვიდობიანად. ისინი მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში . საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, საქართველოს მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, ძალაუფლება ხელში აიღონ. შესაბამისად, დღეს საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში იქნებიან წარმოდგენილი. თუ ვინმე ძალადობას აპირებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რეჟიმი, თუმცა საქართველოს მოქალაქეებთან დაპირისპირება ვერ და არ მოუგია არცერთ რეჟიმს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებას დაიცავენ, მათ ვერ მოერევათ ვერანაირი სპეცრაზმი. ამ განწყობით ვართ დღეს ყველა აქ. ეს დღე ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აქციონ ძალიან დიდი განვითარების შესაძლებლობად, იმათ, რომ ეს იყოს დღე, როდესაც გაიმარჯვებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, მარო მაყაშვილის იდეები და არა რუსული რეჟიმი. ეს არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე დამოკიდებული. იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, მშვიდობიანად გაიმარჯვებს ეს ქვეყანა და დაიწყებს შეუქცევად განვითარებას. ეს 13 წელი, რაც რეჟიმმა დაგვაკარგვინა, წარსულში დარჩება“, -განაცხადა ანა წითლიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი