გიორგი შარაშიძე - მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ

რამდენიმე საათის წინ, ჩვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გლდანში, კოკა კობალაძეს აედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში უთვალთვალებდა და აკონტროლებდა მის გადაადგილებას, გააჩერეს გადამოწმების, ჩხრეკის მიზნით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე აქვთ ინფორმაცია, რომ რეგიონებში თანხის დარიგება მიმდინარეობს, დაზუსტებულ ინფორმაციას კი მოგვიანებით გაავრცელებენ.

„რამდენიმე საათის წინ, ჩვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გლდანში, კოკა კობალაძეს აედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში უთვალთვალებდა და აკონტროლებდა მის გადაადგილებას, გააჩერეს გადამოწმების, ჩხრეკის მიზნით.

ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ჩვენი მობილური ჯგუფი, ინფორმაცია გავავრცელეთ მედიის საშუალებით. ინფორმაციის მედიით გავრცელების შემდეგ, ვეღარ გაბედეს ჩხრეკა და ნარკოტესტით შემოიფარგლნენ.

გვაქვს ინფორმაცია, რეგიონებში მიმდინარეობს თანხის დარიგება, ფაქტებს ვაზუსტებთ და უახლოეს საათებში მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას.

ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხალაწანი – №22 საარჩევნო უბანი:

უბნის შენობაში იმყოფება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსლან ალხანაშვილი, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებს უბანზე შესვლისა და გამოსვლის დროს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა (ახმეტის მუნიციპალიტეტის პოლიციას) და საარჩევნო ადმინისტრაციას (საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნათელა ცისკარიშვილი) მოახდინონ დაუყოვნებელი რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე.

დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება რიგი დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ.

რაჭა-ლეჩხუმი, ონი – №1 საარჩევნო უბანი:

დამკვირვებლებისთვის ხელოვნურად არის შექმნილი ბარიერი, რაც ზღუდავს მათ გადაადგილებას და შეუძლებელს ხდის დარღვევებზე დროულ რეაგირებას. (ფაქტი)

მცხეთის №2 საარჩევნო უბანი:

უბანზე, ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად, იმყოფებოდა მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებს შესასვლელში ხვდებოდა. ჩვენი წარმომადგენლის ჩარევის შედეგად კანდიდატმა დატოვა უბანი.

ხულოს მუნიციპალიტეტი:

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ავთანდილ აბულაძის შვილი, მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შესვლამდე ავტომობილში ისვამს და აძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხმის მიცემის დროს, აღნიშნული ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე.

მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს უზრუნველყონ კანონის სრული დაცვა და დაუყოვნებლივ აღკვეთონ ნებისმიერი სახის ზეწოლა ამომრჩევლებზე“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის