პატრიარქმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველი ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებს აირჩევენ. უფრო კონკრეტულად კი, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადით 64 მერის და 64 საკრებულოს 2 058 წევრის არჩევა მოხდება. მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 12-ვე პარტიამ წარადგინა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო