შალვა პაპუაშვილი - მოქალაქეები იმდენად მოტივირებული არიან, ცდილობენ, დროულად მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი - ვფიქრობ, სტანდარტული აქტივობა იქნება და ეს დაადასტურებს, რომ მოქალაქეები დგანან დემოკრატიის და არა საბოტაჟის მხარეს

2021 წლის არჩევნებში ფაქტობრივად საპარლამენტო არჩევნების ხარისხის აქტივობა იყო და რა თქმა უნდა, რთულია შედარება. თუმცა ვნახეთ, რომ 10:00 საათის მონაცემებით, 2021 წლის აქტივობასაც კი აჭარბებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეების მისვლა საარჩევნო უბნებთან არის დასტური იმისა, რომ მოქალაქეები დგანან დემოკრატიის და არა საბოტაჟისა თუ ძალადობის მხარეს.

„2021 წლის არჩევნები იცით, რომ თავის დროზე გამოცხადდა როგორც რეფერენდუმი და ის ფაქტობრივად, ჩატარდა როგორ საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ საპარლამენტო არჩევნების ხარისხის აქტივობა იყო და რა თქმა უნდა, რთულია შედარება. თუმცა ვნახეთ, რომ 10:00 საათის მონაცემებით, 2021 წლის აქტივობასაც კი აჭარბებდა. ჩანს, რომ მოქალაქეები იმდენად მოტივირებული არიან არჩევნებში მისცენ ხმა, რომ ყველა ცდილობს დროულად მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. რაც შეეხება 2025 წლის აქტივობას, ვხედავთ, რომ 2014 და 2017 წელს რეგულარულ თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, არის უფრო მაღალი აქტივობა. ვფიქრობ, რომ ამ ფარგლებში იქნება სტანდარტული აქტივობა და ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად სწორად აზროვნებენ ჩვენი მოქალაქეები და რომ ჩვენი მოქალაქეები დგანან დემოკრატიის და არა საბოტაჟისა თუ ძალადობის მხარეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები