თინა ბოკუჩავა - თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან რუსული სპეცოპერაციის მონაწილე გახდეს, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე - რაც შეეხება იგორ ნარმანიაზე თავდასხმას, ცინიზმია, რაც პაპუაშვილის და კობახიძის მხრიდან მოვისმინე

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე გახდეს, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ძალადობის წყარო ყოველთვის იყო და არის, „სანამ ხელისუფლებიდან კრიმინალებს არ გავისტუმრებთ”.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე გახდეს და მივიდეს ე.წ. საარჩევნო უბნებთან, რომელსაც საარჩევნო პროცესთან არაფერი არ აქვს საერთო, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვისა და კეთილდღეობისთვის.

ჭიკაიძით დაწყებული, რომელიც „თალიბანს" პიროვნებას ეძახდა და ჩვენს სარდაფებში საბურავებს ეძებდა, მხდალი მდინარაძით დამთავრებული, ყველა ძალოვანი თუ სუს-ის ივანიშვილის რუს-ქოცური უფროსი, საუბრობდა რადიკალიზაციის გეგმებზე, რადიკალურ ოპოზიციაზე და საბურავებსა და ტროტილს ეძებდნენ 13 წლის განმავლობაში. ძალადობის წყარო ყოველთვის იყო და არის, სანამ ამათ არ გავისტუმრებთ ამ კრიმინალებს ხელისუფლებიდან რუსული ოცნება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმა ხელისუფლების ძალადობრივ და კრიმინალურ სახეს ასახავს.

„გუშინდელი თავდასხმა, იგორ ნარმანიაზე, არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რომ ივანიშვილის რეჟიმს ძალიან ეშინია დღევანდელი დღის, სადაც დარწმუნებული ვარ უამრავი საქართველოს მოქალაქე მოვა. ის მეტალის საგანი ოდნავ არის აცდენილი და ღმერთმა გადაურჩინა დედას შვილი.

ეს დემონსტრაციული ძალადობრივი თავდასხმა ემსახურებოდა ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების დაშინებას, მაგრამ არავინ შეუშინდება. ეს კიდევ უფრო ცხადად წარმოადგენს მათ კრიმინალისტურ დანაშაულებრივ სახეს.

ცინიზმი მოვისმინე პაპუაშვილის, კობახიძის მხრიდან - „ნაცია და ამას იმსახურებს”. წარმოუდგენელია ამგვარი ღიად ძალადობის წახალისება. ეს კი წარმოადგენს მათ ძალადობრივ სახეს და თუ ეს ადამიანები არ მოვაშორებთ, ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია, არამც თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ევროპული არჩევანი თუ ღირებულებები",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება