გიული ჩოხელი - ახალგაზრდები სწორ გზაზე დგანან - არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს

მე მოვედი ახალგაზრდებთან, იმიტომ რომ ისინი სწორ გზაზე დგანან - არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ ჯაზ-შემსრულებელმა გიული ჩოხელმა განაცხადა, რომელიც თსუ-ს ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს შეუერთდა.

მისი თქმით, ახალგაზრდების იდეას იზიარებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლის თაობაზე.

„მე მოვედი ახალგაზრდებთან, მიყვარს, ვგიჟდები ახალგაზრდებზე იმიტომ, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან. ჩემ დროს ძალიან ცუდი ცხოვრება იყო, საბჭოთა კავშირი, ჯაზს ვმღეროდი და აკრძალული მქონდა ჯაზი.

არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს. რა გაგვიკეთეს, ახალგაზრდებს სახეში ურტყეს, ნაწილი კი ციხეშია. დედები გამოდიან და წარმოდგენილი მაქვს, გულში რა აწუხებთ. შეიძლება ასეთი ტრაგედიის გაკეთება ულამაზეს ქვეყანაში? ნახეთ, რა ახალგაზრდები არიან.

ეს „ქართულ ოცნება” კი არა, ეს არის ჯოჯოხეთი. ვფიქრობ, ძალიან რთული ცხოვრება ექნებათ იმიტომ რომ რაც გააკეთეს, ის მაგათკენ მიბრუნდება, სხვანაირად არ გამოვა“, - განაცხადა გიული ჩოხელმა „ინტერპრესნიუსთან“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება