ცესკო - 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია

17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ „დარღვევები არის, მაგრამ ხელშესახები არა".

კერძოდ, ცესკოს პრესსპიკერი განმარტავს, რომ დარღვევები უკავშირდება მაგალითად, ორი ბიულეტენის გაცემას, ან უბნის მოწყობის წესის დარღვევას, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, „კენჭისყრის შენობაში არ ყოფილა არსებითი დარღვევები, რომელთაც საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეეშლა შეეძლო".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი