ირაკლი კობახიძე აქციაზე - ხედავთ, როგორია რაოდენობა, ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება

ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, „თუ რა მწირი მხარდაჭერით სარგებლობს“ ოპოზიცია, დემონსტრანტების ეს რაოდენობა გასაკვირი არ იყო.

„თქვენ ხედავთ როგორია რაოდენობა, ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება. ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია - ძალიან ცოტაა. თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ეს ჩვეულებრივი პარტიული აქციაა, რომელიც დაანონსდა. გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი.“- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ აქციაზე ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანია გამოსული, რა საჭირო იყო სამართალდამცველების დიდი რაოდენობის მობილიზება, პრემიერმა აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალები მობილიზებულია სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით.

„საპოლიციო ძალები და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებულია სტანდარტული პროტოკოლების მიხედვით. თქვენ გახსოვთ, რომ შარშან, შარშანწინ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, 4 მცდელობა ჰქონდათ გასული 4 წლის განმავლობაში, განეხორციელებინათ რევოლუცია და ჯამში, მაშინ ძალადობდა ერთბაშად 500-დან 1000 კაცამდე, თუმცა ამას დასჭირდა შესაბამისი ძალოვანი რესურსი, რომ მოგერიებულიყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. აქაც სტანდარტული პროტოკოლებით არის მობილიზებული სამართალდამცავი უწყებები და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. პროპორციული ძალა დაუპირისპირდება ნებისმიერი ძალადობის მცდელობას, თუ ასეთი მცდელობა განხორციელდება. დარბევა არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. თუ რამეს შეიძლება დარბევა ეწოდოს, ეს იყო ის ძალადობა, რომელსაც მიმართავდნენ მიტინგის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართ. რაც შეეხება პოლიციას მთლიანად, სამართალდამცავ უწყებებს, მათ დაშალეს შეკრება, როდესაც ეს იყო საჭირო სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და ამ შემთხვევაშიც თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებს შესაბამის პასუხს - პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს.“- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს