ირაკლი კობახიძე ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ რამდენიმე წევრმა დატოვა - „ლელოშიც“ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი - ზოგადად, ამ პარტიებში რთული მდგომარეობაა

„ლელოშიც“ არიან წევრები, რომელთაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას ინფორმაციაზე, რომ „ლელოს“ რამდენიმე წევრებმა პარტია დატოვა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პარტიაში რთული მდგომარეობაა, რაც მათ ქმედებებს და საბოტაჟს უკავშირდება.

„ზოგადად, ამ პარტიებში რთული მდგომარეობა არის. საკუთარი ქმედებებით, საბოტაჟით მათ მიიყვანეს საკუთარი პარტიები ამ მდგომარეობამდე. არათუ ადგილობრივი წარმომადგენლები, მათი ლიდერებიც კი ტოვებენ პარტიას, ამის არაერთი მაგალითი იყო, მათ შორის კონკრეტულად, „ლელოს“ და გახარიას პარტიის შემთხვევაში. ამ ფონზე, არავის უკვირს, რომ ადგილობრივი წარმომადგენლებიც ტოვებენ ამ პარტიებს, მით უმეტეს „ლელოს“ შემთხვევაში ამ პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და დამხობის მცდელობას, რომელიც დააანონსა მათმა მეგობარმა პარტიამ, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობამ. მათთან ერთად იყვნენ კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები. ასეთ პირობებში, „ლელოშიც“ არიან წევრები, რომელსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პროცესი“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი