თაზო დათუნაშვილი - ივანიშვილის რეჟიმი და მისი მსახური პარტაქტივი, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ დაამახინჯოს თქვენი, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი - დაფიქსირდა ე.წ. კარუსელის ფაქტებიც

ამ დროისთვის შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი და მისი მსახური პარტაქტივი, საარჩევნო დღის ბოლოს მის ხელთ არსებულ აბსოლუტურად ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ დაამახინჯოს თქვენი, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კამერების წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა მათმა კამერებმა უკვე დააფიქსირეს დარღვევები, მათ შორის იყო „კარუსელის“ შემთხვევაც.

„ქართული ოცნება“ იწყებს ფაქტების მალვას, შედის ერთგვარი კრიმინალური აქტივობის ბოლო ფაზაში და მთელი თბილისის მასშტაბით დაერია ჩვენს კამერებს და დაიწყო მათი გათიშვა. გამორჩეულად აქტიურობს პოლიტიკური პირუტყვობით სამგორის ოლქი, სამგორის მე-10, მე-20, 33-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, მე-40, 47-ე, 51-ე და 72-ე უბნებზე „ქართული ოცნების“ კონტროლირებადმა უბნის თავმჯდომარეებმა ჩვენი კანონიერად და ცესკო-ს ყველა მოთხოვნის შესაბამისად დამონტაჟებული კამერები გათიშეს მე-10 უბნიდან გააძევეს წარმომადგენელი. ანალოგიური ვითარებაა თბილისის სხვა უბნებზე. სამგორი ყველაზე მეტად აქტიურობს.

ეს არის მიზანმიმართული კამპანიური ქმედება, რომელიც მოდის ვერტიკალის ცენტრიდან, ცესკო-დან, სადაც გაყალბების ტვინი იყრის თავს და მიზანი არის, რომ დღის მეორე ნახევარში უბნებზე კრიმინალური აქტივობა არ აისახოს ჩვენს კამერებზე. ამის მიუხედავად ჩვენმა კამერებმა უკვე დააფიქსირეს ე.წ. კარუსელის რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, რომელზეც არსებობს ვიდეომტკიცებულებები. ეს კარუსელის ფაქტები არის ვაზისუბნის 54-ე და 49-ე უბნებზე, როდესაც მოგზაური, მარკო პოლო ამომრჩევლები რამდენიმე უბანზე აძლევენ ხმას.

ჩვენი კამერების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს ჩვეულებრივი ჯიბგირული მეთოდებით. პირველ ეტაპზე უბნის უფროსები, უბნის თავმჯდომარეები ცდილობენ მორალურად იძალადონ ჩვენს წარმომადგენლებზე და კომისიის წევრებზე, შემდეგ ბრძოლაში ერთვება საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც მოგონილი მიზეზებით ცდილობენ, რომ კამერები აიღონ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი