სპეცდანიშნულების რაზმმა ათონელის სასახლესთან  ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა - დაშავებულთა შორისაა პაატა ბურჭულაძე

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ათონელის სასახლესთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მათ შორის, სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხა პაატა ბურჭულაძეს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში იმყოფებოდა.

„მე ვუთხარი, არ გაბედოთ-მეთქი ახალგაზრდებზე ძალადობა. ერთმა დამიჯერა და მერე გამოვარდა ვიღაც და იმან აიღო...

ამ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ივანიშვილს დღეს ქართველმა ხალხმა გამოუცხადა ციხე და კიდევ 5 ადამიანს, ასე რომ ესენი ომს მიიღებენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო