სალომე ზურაბიშვილი - ახლა რაც ხდება, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარითაა დაგეგმილი - ეს არის მცდელობა, რომ მშვიდობიანი პროტესტი დაშალონ

აქ ვინც დგას, არავის სჯერა სასწაულების, აქ ვინც დგას არ სჯერა პროვოკაციების, ახლა რაც ხდება, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ დღეს რაც ეწინააღმდეგება ნამდვილად რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ ან გააქციონ აქედან, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისულმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უნდა გაგრძელდეს და ხვალ ბევრად მეტი ადამიანი უნდა მივიდეს რუსთაველზე.

„აქ გადახედეთ, მთელი ეს ხალხი, რომელიც აქ დგას იმისთვის, რომ გააპროტესტოს დღევანდელი არჩევნები და გააგრძელოს ის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც 310 დღე გრძელდება - აქ ვინც დგას, არავის სჯერა სასწაულების, აქ ვინც დგას, არ სჯერა პროვოკაციების. ახლა რაც ხდება იქითკენ, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ დღეს რაც ეწინააღმდეგება ნამდვილად რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან. მთავარია, რომ აქ გაგრძელდეს დგომა, მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვრებიან. მე აქ ვიქნები ხვალ და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც, რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტის გამარჯვებით დღეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა