პაატა ბურჭულაძე - ცოტა ხანში გეტყვით გეგმას, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყანა და როგორც გვებრძვიან, უკანონოა - უნდა დაიმახსოვროთ, როგორც კი ამათ გავისტუმრებთ, სასტიკად დაისჯებიან

ცოტა ხანში ჩვენ გეტყვით იმ გეგმას, რაც უნდა გავაკეთოთ - უნდა დაიმახსოვროთ. როგორც კი ამათ გავისტუმრებთ, სასტიკად დაისჯებიან, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლონ.

„დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ გვაქვს. ხომ ვართ მხნედ? ახლა ცოტა ხანში ჩვენ გეტყვით იმ გეგმას, რაც უნდა გავაკეთოთ. მთავარია, რომ დღევანდელმა დღემ მოგვცა ერთი რამ - ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყანა. როგორც გვებრძვიან, ეს ყველაფერი უკანონოა. უნდა დაიმახსოვროთ. როგორც კი ამათ გავისტუმრებთ, სასტიკად დაისჯებიან. ცოტახანში შეგატყობინებთ გეგმას, მთავარია რუსთაველიდან აქ, [თავისუფლებაზე] მოედანზე მობრძანდეთ“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები