მურთაზ ზოდელავა - ივანიშვილმა ბოლო შანსი დაკარგა, რომ ქვეყნიდან გასულიყო - ქართველმა ხალხმა დაიბრუნა თბილისი და საქართველო, ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ყველა ქალაქში დაიწყოს მოძრაობა და მოქმედება

ივანიშვილმა ბოლო შანსი დაკარგა, რომ ამ ქვეყნიდან გასულიყო - ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოლოთ ბოლომდე! თავისუფლება არ იყიდება! გაიგე ბიძინა?! არ იყიდება, ბიჭო! შე ფულის ტომარა! გაიგე, ქართველი არ იყიდება! - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

ზოდელავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქართველი ხალხის რისხვას ვერ გაექცევა“.

„ივანიშვილმა დაკარგა ბოლო შანსი, რომ ამ ქვეყნიდან გასულიყო. მოვუწოდებ სასაზღვრო დეპარტამენტს, ყველა მებაჟეს, რომელიც შეიძლება გაატაროს დღეს ღამე, თქვენი პასუხისმგებლობაც დადგება. ქართველი ხალხის რისხვას ის ვერ გაექცევა. შეხედეთ რამდენი ვართ! გაიხედეთ რუსთაველისკენ, სავსეა რუსთაველი, სავსეა ათონელის მოედანი. მთელი თბილისი ჩვენია, ჩვენ ვართ. ქართველმა ხალხმა დაიბრუნა თბილისი და საქართველო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ყველა ქალაქში დაიწყოს მოძრაობა და მოქმედება და აგრძნობინეთ ყველა გამგებელს იქნება ეს თუ სხვა, ვინც ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენს, რომ ხელისუფლება იცვლება და ივანიშვილი არ არის ჩვენი ხელისუფალი.

ხომ ზუსტად ვიცით ჩემო კარგებო, რომ სიმართლე ჩვენკენ არის. ახლა ჩვენ გვჭირდება ერთადერთი რამ, ყველას, დიდსა თუ პატარას - არ შეგვეშინდეს! შიში არ ვაჩვენოთ! მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, ყველა თქვენგანი, ვინც ახლა ქუჩაში დგახართ და თქვენ ხართ ასეულობით ათასი, თითო ზარით კიდევ დაიმატეთ ერთი ქართველი. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვიყოთ კოორდინირებულები, შეკრულები. არ მოწყდეთ ინფორმაციის წყაროს. ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოლოთ ბოლომდე! თავისუფლება არ იყიდება! გაიგე ბიძინა?! არ იყიდება, ბიჭო! შე ფულის ტომარა! გაიგე, ქართველი არ იყიდება! საქართველო შენ დაგაპატიმრებს და ყველა სასჯელს მოიხდი, რომელიც ჩვენი ერის წინააღმდეგ ჩაიდინე“,- განაცხადა ზოდელავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო