ირაკლი ნადირაძე - შეშინებულებს ჩამოსტირით ცხვირ-პირი და ფიქრობენ, რა ქნან, საგონებელში არიან, ერთადერთი რამ აშინებთ, დაინახეს, რომ ჩვენ არ გვეშინია - ბრძოლა იქნება ბოლომდე, არ გავჩერდებით!

ბრძოლა იქნება ბოლომდე, არ გავჩერდებით,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

მისი თქმით, ხელისუფლება შეშინებულია.

„არ ვაპირებ აქედან გამარჯვების გარეშე დაბრუნებას. რომ იცოდეთ, ყაველაშვილი ვეღარ ეკარება თავის ე.წ. საპრეზიდენტო რეზიდენციას, შეშინებულებს ჩამოსტირით ახლა ცხვირ-პირი და ფიქრობენ, რა ქნან, საგონებელში არიან. მათ ერთადერთი რამ აშინებთ, დაინახეს, რომ ჩვენ არ გვეშინია. დაინახეს, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. დაინახეს, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე, არ გავჩერდებით. ყველამ კარგად იცით, ახლა რაც ხდება „ქართული ოცნების“ თავს. ქვევით დგანან ახლა სპეცრაზმელები და ძალიან ცდილობენ გააძევონ გულანთებული, პატრიოტი ქართველები, რომლებსაც უნდათ, დაიბრუნონ მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ ბოლომდეა ის ხალხი, ბოლომდე ვართ აქ და ბოლომდე ვიქნებით გამარჯვებამდე!“, - განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულა გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება